ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.
ქრისტიანობის წარმოშობა
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში — პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
ქრისტიანებს პირველად “ქრისტიანები” უწოდეს ანტიოქიაში 40-44 წლებში. (საქმე მოციქულთა. 11:26), ქრიასტიანები არიან ისინი ვინც აღიარეს იესო ნაზარეველი მესიად (ან ბერძნულად the Christ), ქრისტიანებს სწამთ შემოქმედი ღმერთის (მამა, ძე და სულიწმინდის) ძე ღმრთისა, რომელიც მამისგან იშვება იგია არქეტიპი ყველა შემოქმედებისა, რომელიც პიროვნება იესო ქრისტეა, სული წმინდა მამისაგან გამოდის, ეკლესიის დაარსებაც მას უკავშირდება. ქრისტიანებს სწამთ რომ შესაძლებელია ადამიანი შეიცვალოს დატოვოს ცოდვილი ცხოვრება და მოექცეს მართალი გზისაკენ, ღმერთის სიყვარულის საშუალებით. ქრისტე როდესაც დიდებით მოვა მიაგებს მათ პატივს და მარადიულ ცხოვრებას მიანიჭებს, ქრისტე შეუნდობს მონანულ ადამიანებს ცოდვებს და დაამკვიდრებს სასუფეველში. მ
ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართმადიდებლობა
ხუთი საინტერესო ფაქტი ქრისტიანობის შესახებ
- 2001-ში, მსოფლიოს ქრისტიანულმა ენციკლოპედიამ დათვალა 33,830 სხვადასხვა განშტოება(დენომინაცია)
- მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ქრისტიანობა სასტიკად ისჯება
- იესო უფრო მეტჯერაა ნახსენები ყურანში ვიდრე მუჰამედი
- სომხეთი არის პირველი ერი რომელმაც მიიღო ქრისტიანობა (301 წელს)
- ძველ ქრისტიანებს რომაელები ათეისტებს ეძახდნენ რადგან ისინი არ აღიარებდნენ პაგანისტურ ღმერთებს
წმინდა ადგილები
ათონის მთა-საბერძნეთი
ვატიკანი

იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი



