ინდუიზმი

ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედურივარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთისმოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) აღიარებს

ისტორია

ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.

არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.

ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.

გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმავიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.

ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმაართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.

ხუთი საინტერესო ფაქტი ინდუიზმის შესახებ

  1. ინდუიზმი ყველაზე ძველი აქტიური რელიგიაა
  2. სიტყვა ინდუ მოდის სანსკრიტული სიტყვისგა სინდუ რაც ნიშნავს მდინარეს
  3. ინდუიზმი არ არის რელიგიის ნამდვილი სახელი, ასე მოიხსენიებდნენ მათ ბერძნები და არაბები ნამდვილი სახელია სანატანა დარმა რაც დაახლოებით ნიშნავს უკვდავების გზას
  4. ინდუიზმს მსოფლიოში 1 მილიარდი მიმდევარი ჰყავს (უმეტესად ინდოელები)(მსოფლიოს მოსახლეობის 14%)
  5. პრალად ჯანი არის ინდუიზმის მიდევარი 83 წლის ადამიანი რომელიც არ ჭამს, არ სვამს უკვე 75 წელია, ის ყვება რომ როცა შვიდის იყო იგი ინდუისტურმა ღმერთებმა დალოცეს და მას მერე საკვებია არ მიუღია

წმინდა ადგილები

ჰალებიდუს მონასტრის კედელი გამოსახულია ბრაჰმა, ვიშნუ და შივა – ტრიმურტი
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე