ბუდიზმი

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VIV საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობისისლამისინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.

ბუდიზმის წამოშობა

ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო.ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება.

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო.

და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“.

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა.

5 საინტერესო ფაქტი ბუდიზმის შესახებ

  1. მსოფლიოს სამი ყველაზე დიდი ქანდაკებებიდან სამივე ბუდასია
  2. ბუდისტ ბერებს აკრძალული აქვთ ცხოველების მოკვლა ბუზების და პატარა მწერების ჩათვლით
  3. ბუდისტების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩნეთში ცხოვრობს (244მლნ. ადამინი)
  4. ბუდა არის ტიტული და არა სახელი, ნიშნავს არსებას რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს
  5. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით ბუდიზმში არ არსებობს რაიმე ცენტრალური ტექსტი რომელიც განმარტავს რაზეა რელიგია როგორც დაუშვათ ბიბლია ან ყურანი

წმინდა ადგილები


ბაიონის ტაძარი – ანგკორ-თომი, კამბოჯა
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე